რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო - "ოცნების" დეპუტატი

10.03.23 13:26
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო - "ოცნების" დეპუტატი

უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი აღიარებს, რომ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო.

თუმცა "ოცნების" დეპუტატი აღნიშნავს, რომ კანონპროექტის შინაარსთან პრობლემა არ აქვს. მისი თქმით, პრობლემა არის ის, რომ კანონი საზოგადოებამდე სწორად ვერ იქნა მიტანილი და ახსნილი.

როდესაც ასეთი რეზონანსი მოჰყვება ამას და საზოგადოების მხრიდნა ასეთი განწყობა, ბუნებრივია, შეცდომა იყო ამ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება. არა იმიტომ, რომ კანონპროექტი თავისი შინაარსით არ შეესაბამება დღევანდელ ჩვენს ინტერესს, არამედ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ჩვენ ევრ შევძელით საზოგადოებამდე სწორედ მიტანა იმისა, რომ თუ რას ემსახურებოდა ეს კანონი. ვინაიდან, საზოგადოებაში ამან გამოიწვია ასეთი პროტესტი, ეს უნდა აღიარო. უნდა აღიარო, რომ რაღაც არასწორად გაკეთდა. ამიტომაც, ჩვენ მივიღეთ ძალიან ადეკვატური და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება", - ამბობს გიორგი კახიანი.

35 წინაღმდეგი და ერთი მხარდამჭერი - "ოცნებამ" რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ჩააგდო.

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს.

სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.