მადლობა აქციის მონაწილეებს - პარლამენტთან "ვოლტის" კურიერებმა მსვლელობა მოაწყვეს
ცოტა ხნის წინ საკანონმდებო ორგანოსთან "ვოლტის" კურიერები გამოჩნდნენ. პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მათ მადლობა სიმბოლურად მსვლელობით გადაუხადეს. კურიერებმა მოქალაქეებს და სამართლდავცელებს წყალი დაურიგეს.
შეგახსენებთ, რომ ორდღიანი პროტესტის შემდეგ ხელისუფლებამ დღეს რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩააგდო. ბიუროს სხდომის პარალელურად პარლამენტთან მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები.