გაიქცნენ და გაიპარნენ დარბაზიდან - გიორგი ვაშაძე უმრავლესობის დეპუტატებზე

10.03.23 13:37
გაიქცნენ და გაიპარნენ დარბაზიდან - გიორგი ვაშაძე უმრავლესობის დეპუტატებზე

საპარლამენტო ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატები მოწყენილები ისხდნენ და არაფერს ამბობდნენ. 

გიორგი ვაშაძის თქმით, რუსული კანონის ჩაგდების შემდეგ ისინი სხდომათა დარბაზიდან გაიპარნენ, რადგან ხახლისთვის სატქმელი არაფერი ჰქონდათ.

ვნახეთ, როგორ გაიპარნენ ეს ადამიანები, რომლებმაც სამი დღის წინ მოღალატეობრივი ქმედება ჩაიდინეს და რუსულ კანონს დაუჭირეს მხარი. დღეს თვითონვე გაიწვიეს ეს კანონი ყოველგვარი პროცედურის დარღვევით. ხალხთან რომ არაფერი აღარ აქვთ სალაპარკო, გაიქცნენ და გაიპარნენ დარბაზიდან. ახალგაზრდებო, თქვენ ხართ გმირები, ეს თქვენ გააკეთეთ", - თქვა ვაშაძემ

35 წინაღმდეგი და ერთი მხარდამჭერი - "ოცნებამ" რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ჩააგდო.

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს.

სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.