საქართველოში გამართული პროტესტების უკან ვაშინგტონი დგას - რუსეთის დუმის სპიკერი

10.03.23 13:54
საქართველოში გამართული პროტესტების უკან ვაშინგტონი დგას - რუსეთის დუმის სპიკერი

„ვაშინგტონმა საქართველოს არ დართო ნება გახდეს სუვერენული", - ამის შესახებ რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა "ტვიტერზე" დაწერა.

ვოლოდინი წერს, რომ ამერიკული თეორიით, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების უფლება მხოლოდ ვაშინგტონს აქვს, ყველა დანარჩენი კი მისი კარნახით უნდა არსებობდეს, სხვა შემთხვევაში ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ასე არ მოიქცევა, "ფერადი რევოლუციის" რისკის ქვეშაა. 

რუსეთის დუმის სპიკერი ასევე „უცხოეთის აგენტების კანონის" დადებით მხარეებს განმარტავს და წერს, რომ კანონპროექტის უკან გაწვევით ქვეყანამ სუვერენიტეტის შანსი დაკარგა.

ვოლოდინის თანახმად, ამერიკამ „რბილი ძალის ბერკეტის გამოყენებით ხალხი ქუჩაში გამოიყვანა“ , ხელისუფლება კი იძულებული გახდა დამორჩილებოდა, „არა ხალხის ნებას, არამედ შეერთებულ შტატებს“.

დუმის სპიკერი პოსტის ბოლოს წერს, რომ საქართველოსთან რთული ურთიერთობების მიუხედავად, მას სუვერენულ სახელმწიფოს შედგომას უსურვებს.