სტუდენტების ბოიკოტი კობახიძის და კახიანის ლექციებს - ახალგაზრდების თქმით, ფაკულტეტის დეკანმა ლექტორები გაიწვია
ნიკოლოზ სამხარაძის შემდეგ, ირაკლი კობახიძე - სტუდენტებმა "ქართული ოცნების" თავმჯომარეს ბოიკოტი გამოუცხადეს. თსუ-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს ლექციებს არც კობახიძე და არც "ოცნების" წევრი გიორგი კახიანი აღარ ჩაუტარებს.
სტუდენტები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნით, ფაკულტეტის დეკანმა ისინი გაიწვია.
დღეს მოპოვებული გამარჯვება იზეიმეს პროტესტის ავანგარდში მყოფმა სტუდენტებმაც. ახალგაზრდები რუსული კანონის გაუქმების მომენტში ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე მსველობას მართავდნენ.
"დღეს ყველამ დაინახა, რომ ქართველი ხალხის ერთად დგომას აქვს შედეგი და თუ ისინი იქნებიან ისე გაერთიანებულები, როგორები ამ დღეების განმავლობაშ იყვნენ, შედეგი აუცილებლად დაიდება", - ამბობენ სტუდენტები.
ჩასწორება: თსუ-ს განცხადებით, ფაკულტეტზე პროფესორების გაწვევის თაობაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მედიასაშუალებებით მოხდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება.
„ფაკულტეტის ადმინისტრაციის განცხადებით, არც ერთი სალექციო ჯგუფი ან ნაკადი არ გაუქმებულა. იურიდიულ ფაკულტეტზე სტუდენტები სალექციო ნაკადებს საკუთარი სურვილის შესაბამისად ირჩევენ და ფაკულტეტი პატივს სცემს მათ არჩევანს. საგანმანათლებლო დაწესებულება დისტანცირებულია პოლიტიკისაგან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.