"კანონის გაწვევით აგენტები აღარ იქნებით? შუბლზე გამოგესახათ ჯაშუშის ნიშნები" - "ოცნების" დეპუტატი

10.03.23 14:05
"კანონის გაწვევით აგენტები აღარ იქნებით? შუბლზე გამოგესახათ ჯაშუშის ნიშნები" - "ოცნების" დეპუტატი

"ქართული ოცნების" დეპუტატი, დიტო სამხარაძე კანონის გაწვევით უკმაყოფილოა და სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ კანონმა მისი დანიშნულება შეასრულა და აგენტები გამოააშკარავა.

"კანონის გაწვევით აგენტები აღარ იქნებით თუ ვინმეს დააჯერებთ რომ არ ხართ? სიხარულიც ფეიკური აქვთ. ამ კანონმა მისი დანიშნულება შეასრულა! საზოგადოებამ ნათლად დაინახა თუ ვინ არის უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი! შუბლზე გამოგესახათ ჯაშუშის ნიშნები, რასაც ვერასდროს ჩამოირეცხავთ!" - დაწერა დიტო სამხარაძემ Facebook-ზე.

სამხარაძე ასევე ამტკიცებს, რომ რუსული კანონპროექტისთვის მეორე მოსმენაზე მხარი არ დაუჭერია და ტექნიკური პრობლემა იყო. 

სამხარაძის კომენტარი პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

1 მომხრე, 35 წინააღმდეგი წინააღმდეგი - ამ შედეგით დღეს მეორე მოსმენაზე "რუსული კანონპროექტი" ჩავარდა. ერთადერთი, ვინც კანონპროექტს ამჯერადაც მხარი დაუჭირა დიმიტრი სამხარაძე იყო. კანონის წინააღმდეგ ხმა სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებს არ მიუციათ.