ქართველი ხალხი რუსეთის გავლენას არ მოითმენს - გონჩარენკო რუსული კანონის ჩაგდებაზე

10.03.23 14:18
ქართველი ხალხი რუსეთის გავლენას არ მოითმენს - გონჩარენკო რუსული კანონის ჩაგდებაზე

უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო რუსული კანონის ჩაგდებას ქართველი ხალხის გამარჯვებად მიიჩნევს. ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.

გონჩარეკოს თქმით, ქართელები თავისუფალი ხალხია და ის რუსეთის გავლენას არ მოითმენს. 

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური აგენტების შესახებ“ პუტინის სტილში შექმნილი სკანდალური კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა.

ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება.

ქართველები თავისუფალი ხალხია. ისინი არ მოითმენენ დიქტატურას. ისინი არ მოითმენენ რუსეთის გავლენას. ისინი გამოვიდნენ ქუჩაში და იცავდნენ დემოკრატიას, - წერს გონჩარენკო.