ანი წითლიძის პერფომანსმა ირაკლი კობახიძეს ბრიფინგი ჩააშლევინა

10.03.23 14:01
ანი წითლიძის პერფომანსმა ირაკლი კობახიძეს ბრიფინგი ჩააშლევინა

რუსული კანონის ჩავარდნის შემდეგ "ოცნების" თავმჯდომარემ ბრიფინგის ჩატარება სცადა, თუმცა მას ენმ-ს წევრი ანი წითლიძე ბანერით "შეგეწერათ, ყაველებო" კამერების წინ ჩაუდგა, რის შემდეგაც კობახიძემ ბრიფინგი შეწყვიტა და დარბაზი დატოვა. 

1 მომხრე, 35 წინააღმდეგი წინააღმდეგი - ამ შედეგით დღეს მეორე მოსმენაზე "რუსული კანონპროექტი" ჩავარდა. ერთადერთი, ვინც კანონპროექტს ამჯერადაც მხარი დაუჭირა დიმიტრი სამხარაძე იყო. კანონის წინააღმდეგ ხმა სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებს არ მიუციათ.