"გაფრთხილებთ! თითი არ დაედოს არცერთ ახალგაზრდას" - ხაბეიშვილი შსს-ს განცხადებას პასუხობს
ენმ-ს თავმდჯომარე შსს მიერ დაანონსებულ დაკავებების სერიას ეხმიანება და ხელისუფლებას აფრთხილებს, "თითი არ დაედოს" იმ ახალგარდებს, რომლებიც ანტიპუნისტურ აქციაში იღღებდნენ მონაწილეობას.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, მათი დაკავების შემთხვევაში სტუდენტების და ახალგაზრდები პასუხი ადეკვატური იქნება.
მიდან გამოვეხმაურო შსს-ს რუსული "ოცნების" კრემლის აგენტურის განცხადებას. კრემლისგან მართულმა გომელაურმა დღეს პატარა სათამაშო ადამიანის მეშვეობით დაემუქრა ჩვენს ახალგაზრდებს და სტუდენტებს და თქვა, რომ თურმე უმკაცრესად დაისჯებიან ახალგაზრდები. მე მინდა გაგაფრთხილოთ, ნუ ეთამშებით ამ ახალგაზრდებს, ნუ ხართ პროვოკაციულები და ნუ ცდილობთ პროვოკაციაზე და მათ ნერვებზე წამოკიდებას. შეეშით ყველას, ვინც იცავდა ევროპულ მომავალ! შეეშვით ყველა ანტიპუნისტურ აქციაზე მყოფ ადამიანებს და თუ თქვენ გააგრძელებთ ვენდეტას ამ ადამიანების მიმართ, მე დარწმუნებული ვარ, რომ არათუ პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, ეს ახალგაზრდებიდ ა ეს ადამიანების გაგცემენ პასუხს.
ვაფრთხლებ კრემლის აგენტს რუსული ოცნებიდან ბატონ გომელაურს, ღარიბაშილს, კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს, არცერთ არ დაედოს თითი! აცერთ სტუდენტს, არცერთ ახალგაზრდას და არცერთ აქტივისტს, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი ამ ადმაიანებისგან იქნება ადეკვატური, - განაცხადა ხაბეიშვილმა.