საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ძალიან ჰგავს კიევის მაიდანს - ლავროვი

10.03.23 15:18
საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ძალიან ჰგავს კიევის მაიდანს - ლავროვი

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ძალიან ჰგავს კიევის მაიდანს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამთავრობო არხზე განაცხადა.

რუსეთის მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის გარშემო განვითარებული მოვლენები  ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით ცვლილებას ემსახურებოდა.

ძალიან ჰგავს კიევის მაიდანს. ეჭვგარეშეა, რომ კანონპროექტი, რომელიც უცხოეთიდან ფინანსირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხებოდა, ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით ცვლილებას ემსახურებოდა, - განაცხადა ლავროვმა.