საქართველოში განვითარებული მოვლენები გარედან იმართება - ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი ლავროვი ირწმუნება, რომ საქართველოში გამართული საპროტესტო აქციები გარედან მართულია. ამის შესახებ მან რუსულ სამთავრობო არხზე განაცხადა.
ოკუპანტი ქვეყნის მინისტრი ამბობს, რომ დასავლეთი რუსეთის საზღვრებთან გამაღიზიანებელი ფაქტორის შექმნას ცდილობს.
საქართველოში განვითარებული მოვლენები გარედან იმართება და მის მიზანს რუსეთის საზღვრებთან გაღიზიანების ფაქტორის წარმოშობა წარმოადგენს, - განაცხადა ლავროვმა.