"ვინც წინა ხაზზე ვიდექით, ყველა დაგვაკავეს" - რას ყვებიან აქციის მონაწილეები
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ახალგაზრდები მომხდარს იხსენებენ. სტუდენტები ამბობენ, რომ პოლიციამ მხოლოდ იმიტომ დააკავა, რომ აქციის წინა ხაზზე იდგნენ.
მეკითხება უბრალოდ სახელს, "შენ რა გქვია?" მე ვუთხარი, "რაში გაინტერესებს? რავი, მათე ვარ". ხოდა, "წამოდი" და მკიდებს ხელს. მეორეს, ჩემს ზურგს უკან, ეუბნება, რომ "მოკიდე ხელი, გამოათრიე", - ასეთი წინადადებას და იქ უკვე ჩემმა მეგობრებმა, ხალხმაც დაინახა უკვე, როგორ მიმათრევდნენ. უბრალოდ, წინა ხაზზე ვიდექი და მე ვფიქრობ, ვინც წინა ხაზზე იდგნენ, ისინი 90% ყველა დაგვაკავეს. ხმა გავიგე თავში დარტყმის და დაეცა ერთი ადამიანი ჩემს გვერდზე, - ამბობს აქციის მონაწილე.
კიდევ ერთი ახალგაზრდა ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა.
პირდაპირი მნიშვნელობით გამოტაცეს აქციიდან. მე მათთის წინააღმდეგობა არ გამიწევია, მაგრამ მოსამართლემ ორივე მუხლით გამამატყუნა და ეს იყო, როგორც ვახსენე, პირადი შეურაცხყოფა და წინააღმდეგობის გაწევა. აგრეთვე გამათავისუფლეს ჯარიმით და მე მაქვს გადასახდელი 2300 ლარის ოდენობის ჯარიმა. ფიზიკურ ზემოქმედებას არ ჰქონია ადგილი, მაგრამ ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. მე დამაწერინეს ახსნა-განმარტებითი ბარათი და ამ ბარათით საბოლოოდ, გამამტყუენს, - ამბობს ახალგაზრდა.