"ხალხის ძალის" დეპუტატმა "ტვ პირველს" რუსული ტელეარხი უწოდა - დაპირისპირება გორის საკრებულოში
ხმაური გორის საკრებულოში. შელაპარაკება და სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სამოქალაქო აქტივისტებმა საკრებულოს წევრებს რუსულ კანონთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვეს.
გორის ადგოლობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ 14 და 15 წლის ბავშვები, რომლებიც აქციაზე იდგნენ, შეცდომაში შეიყვანეს.
"მოქალაქე მოვიდა, რომ საკუთარი ქალაქის თვითმმართველობისთვის მოეთხოვა პოზიციის დაფიქსირება რუსულ კანონთან დაკავშირებით და ამას მოჰყვა შეურაცხყოფის და ღრიალის კორიანტელი უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან", - ამბობს საკრებულოს დეპუტატი ანი ბალიაშვილი.
სხდომაზე აგრესიით გამოირჩეოდა "ხალხის ძალის" წარმომადგენელი. მან "ტვ პირველს" რუსული ტელეარხი უწოდა, თავად კი თქვა, რომ საკუტარი პარტია ქართულ საქმეს ემსახურება.