სამართლიანობის ერთგული ადამიანები ისტორიას ცვლიან ახლა უკრაინასა და საქართველოში - მაკფოლი
რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი, უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფის კოორდინატორი, მაიკლ მაკფოლი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე წერს.
ვრცელ სტატიაში, მაკფოლი ამბობს, რომ როგორც პუტინმა უკრაინაში, ისე პრორუსულმა „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ამჟამად ხელისუფლებაშია, რუსული კანონის მიღებით გადააჭარბა.
მაკფოლი წერს, რომ ქართველები იბრძვიან იგივე იდეალებისთვის, როგორიც მათი უკრაინელი მეგობრები.
"ქართველები აგრძელებენ მშვიდობიან ბრძოლას საკუთარი დემოკრატიისთვის,ევროინტეგრაციისკენ. თუმცა დღეს ქართული საზოგადოება ისევ ქუჩაშია და მსოფლიო ამას უყურებს. როგორც პუტინმა უკრაინაში, ისე პრორუსულმა „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ამჟამად ხელისუფლებაშია, გადააჭარბა.
2023 წლის 22 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება "უცხოური გავლენის აგენტების“ ახალი კანონის დამტკიცების შესახებ, რომელიც პუტინმა რუსეთში წლების წინ მიიღო და მას შემდეგ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დარბევისთვის იყენებს.
დღეს სხვადასხვა საშუალებების გამოყენებისას ქართველები იბრძვიან იგივე იდეალებისთვის, როგორიც მათი უკრაინელი მეგობრები - დემოკრატია, თავისუფლება და სუვერენიტეტი.
მე, რა თქმა უნდა, არ ვიცი, როგორ დასრულდება მოვლენები საქართველოში, ისევე როგორც არ ვიცი, როგორ დასრულდება ომი უკრაინაში. მე ვიცი, რომ ორივე ქვეყანაში სამოქალაქო აქტივისტები ათწლეულების განმავლობაში აქტიურობდნენ. ისინი მოტივირებული არიან უკეთესი იდეებით, ვიდრე მათი მჩაგვრელები. ისინი ასევე წარმოადგენენ მომავალს ორივე ქვეყანაში - უფრო ახალგაზრდა და განათლებული, ვიდრე მათი ოპონენტები. არც მე დავდებ ფსონს.
როგორც მარტინ ლუთერ კინგმა თქვა, "ზნეობრივი სამყაროს რკალი გრძელია, მაგრამ ის სამართლიანობისკენ იხრება“. მაგრამ ის მარტო ვერ გადაიხრება. სამართლიანობის ერთგული ადამიანები ისტორიას ცვლიან და ამას აკეთებენ ახლა უკრაინასა და საქართველოში.",- წერს მაკფოლი.