"ოცნებამ სუს-ის ნასეტკები მოგვიგზავნა" - ირაკლი ნადირაძე გამოკითხვაზეა
ირაკლი ნადირაძე გამოკითხვაზეა. გუშინ აქციაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებაში ჩვენებას აძლევს.
ნადირაძე დარწმუნებულია რომ მასზე შურისძიება წინასწარ დაგეგმილი იყო, პროცესებს კი სუსი მართავდა. ოპოზიციიონერ პოლიტიკოსზე თავდამსმელი იდენტიფიცირებულია.
"მაშინ, როდესაც გუშინ ყველა ერთად ვითხოვდით ევროპულ მომავალს, აი რა იყო "ქართული ოცნბეის" პასუხი, გვიგზავნიდნენ სუს-ის ნასეტკებს მსგავსი ნივთებით და იცით, რომ ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში მოხდა ჩემთან დაპირისპირება. ეს კაციც, "რუსული ოცნებაც" რუსი ოლიგარქი ივანიშვილი ამ ნივთიანხალხთან ერთად, რა მიმართულებით გაუშვა ჩვენმა დემონსტრანტებმა, ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ", - ამბობს ირაკლი ნადირაძე.