"ქართველებს შესთავაზეს, რუსეთს თქვენთვის არ სცალია, აფხაზეთი და ოსეთი დაიბრუნეთო" - იგორ გიორგაძე ამერიკას უტევს
ედუარდ შევარდნაძის მთვრობის მაღალჩინოსანი იგორ გიორგაძე ამერიკას უტევს.
ის რუსეთიდან იქნევს თითს და ამბობს, რომ ამერიკას საქართველოს მეორე ფრონტად გადაქცევა სურდა.
გიორგაძე ამბობს, რომ ამერიკამ საქართველოს უთხრა რუსეთს ახლა თქვენთვის არ სცალია და შეგიძლიათ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაიბრუნოთო.
ჩემს მშობლიურ ქვეყანას, საქართველოს არ გაუმართლა. თავიდანვე, აი, ამ პროგრამაში, რომელსაც ქვია კონტროლირებადი ქაოსი, ის აღმოჩნდა იმ ქვეყნების პირველ ხუთეულში, რომელზეც ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ამის აპოგეა იყო ვარდების რევოლუცია. ახლა ამერიკელები ქართველებს სთავაზობდნენ მეორე ფრონტის გახსნას. ანუ რუსეთს ახლა თქვენთვის არ სცალია. ის უკრაინაშია, თქვენ შეგიძლიათ ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. და როგორც კი ამერიკელებმა მოისმინეს ქართული ოცნებისგან, ნუ გვითრევთ ომში, ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, ჰუმანიტარულ დახმარებას ვუწევთ, დევნილებს ვიფარებთ, ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ძია სემს დაეჭირა ხელი და ყველა არასამთავრობო, რომელთა მიმართაც უნდა მიეღოთ ეს კანონი, დაირაზმნენ", - ამბობს გიორგაძე.