ყველაზე ხანმოკლე სხდომა ქართული პარლამენტის ისტორიაში - "ოცნებამ" რუსული კანონი ჩააგდო
ყველაზე მძიმე 3 წუთი "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის- შალვა პაპუაშვილმა დღეს ქართული პარლამენტის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე სხდომა ჩაატარა. მმართველი გუნდის დეპუტატებმა რუსული კანონი ჩააგდეს და დარბაზი სასწრაფო წესით დატოვეს. ერთდაერთი, ვინც ხმა კვლავ მისცა რუსულ კანონს, დიმიტრი სამხარაძე იყო.
იოლი "ქართული ოცნებისთვის" არც პარლამენტის დერეფნებში გადაადგილება აღმოჩნდა. ირაკლი კობახიძე იძულებული გახდა, მედიისთვის გაკუთვნილი ბრიფინგი შეეწყვიტა და გაუჩინარებულიყო. ანი წითლიძე მმართველი გუნდის წევრებს დერეფანებში დასდევდა პლაკატით, რომლის წაკითხვაც და მოსმენაც "ოცნების" დეპუტატებისთვის არ სურდათ.
მძიმე იყო მათთვის კომენტარების გაკეთებაც, თუმცა ზოგიერთს მაინც მოუიწია იმის აღიარება, რომ რუსული კანონის მიღება დიდი შეცდომა იყო.
უფრო ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.