მუქარები მოსკოვიდან - თბილისის მოვლენების შემდეგ რუსული პროპაგანდა ამუშავდა
თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა პუტინი წყობიდან გამოიყვანა. კრემლმმა პროპაგანდის მანქანა მთელი სიმძლავრით ამოქოქა. ოკუპანტი ქვეყანა თბილისის დაბომბვითაც დაიმუქრა.
პუტინის მთავარი პროპაგანდისტი საქართველოს მოქალაქეებს ეუბნება, რომ "ენის მოჩლექვით საუბარს აღარავინ დაგიწყებს და პირდაპირ თბილისს დაარტყამენ".
სერგეი ლავროვს კი თბილისის მოვლენებმა კიევის მაიდანი გაახსენა. საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს,რომ კანონი ორგანიზაციების დაფინასნების შესახებ მხოლოდ საბაბია, რეალურად, კი იყო მცდელობა ხელისუფლების შეცვლის.
მოსკოვიდან "ქართული ოცნების" დაცვის სადარაჯოზე დგას იგორ გიორგაძეც. შევარდნაძის დროინდელი უშიშროების მინისტრი ივანიშვილის მთავრობის პროპაგანდას რუსეთიდან აჰყვა და შტატები საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა.
უფრო ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილი რეპორტაჟში.