სტუდენტების პროტესტის გრძელდება - კობახიძე და სამხარაძე სასწავლო კურსიდან ჩამოაშორეს
"ქართულ ოცნებას" კანონის ჩაგდებაც ხმამაღალი პროტესტის ფონზე მოუწია. სხდომის დაწყების პარალალურად, პარლამენტთან აქციის მონაწილეების მობილიზაცია დაიწყო. სტუდენტებმა შეკრება დილის 11 საათიდან დაიწყეს და საკანონმდებლო ორგანოსკენ ისევ კოლონებით გაემართნენ.
მთავარი მოთხოვნა უცვლელია: "არასდროს შევეგუებით ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას", - აცხადებენ ის ახალგაზრდები.
სტუდენტები ყველა დაკავებულის გათავისუფლებას და მათ მიმართ სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვენ.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიკოლოზ სამხარაძე და ირაკლი კობახიძე ლექციებს ვეღარ წაიკითხავენ. ახალგაზრდების მიერ გამოცხადებული ბოიკოტის შემდეგ სასწავლებლის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა რუსული კანონის ავტორი და ლობისტი სასწავლო კურსიდან ჩამოეშორებინათ.
უფრო ვრცლად სტუდენტების პროტესტის შესახებ ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.