ქართველებმა ხმამაღალი და მკაფიო არჩევანი გააკეთეს - კაია კალასი

10.03.23 19:59
ქართველებმა ხმამაღალი და მკაფიო არჩევანი გააკეთეს - კაია კალასი

ქართველებმა ხმამაღალი და მკაფიო არჩევანი გააკეთეს - ეს არის გზა ევროკავშირისკენ, - ამის შესახებ  ესტონეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. კაია კალასი საქართველოს გვერდში დგომას აღუთქვამს. 

საქართველოს პარლამენტის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა კანონპროექტის გაწვევა, იმისთვის, რომ დაიცვას ხალხის ნება. ქართველებმა ხმამაღალი და მკაფიო არჩევანი გააკეთეს - ეს არის გზა ევროკავშირისკენ.
ჩვენს ქართველ მეგობრებს: ესტონეთი თქვენს გვერდით დგას ამ გზაზე, - წერს კალასი სოციალურ ქსელში.