სუსის "ნასედკებით" ვერ შეგვაშინებენ - ირაკლი ნადირაძის გამოკითხვა დასრულდა

10.03.23 20:34
სუსის "ნასედკებით" ვერ შეგვაშინებენ -  ირაკლი ნადირაძის გამოკითხვა დასრულდა

ირაკლი ნადირაძის 4 საათიანი გამოკითხვა დასრულდა. ენმ-ს წევრი ამბობს, რომ გამომძიებლებს მისთვის არ უთქვამთ, რა მუხლით არის აღძრული საქმე და იდენტიფიცრებულია თუ არა მასზე თავდამსხმელი.

ბევრი გამოსაკითხიც არაფერი იყო, იმიტომ, რომ პირდაპირ ეთერში მოხდა ეს ფიზიკური დაპირისპირება. ფაქტია, რომ შუა მიტინგზე გამოაგზავნეს ადამიანი, რომელსაც სახელის და გვარის მეტი ჩემთვის არაფერი უკითხავს, საერთოდ არ ვიცნობდი ამ ადამიანს, თვალით არასდროს მინახავს. ერთადერთი პრეტენზია იყო თურმე ის, რომ რატომ ვიმყოფებოდით მიტინგზე. სუსის აგენტ-პროვოკატორები და "ნასედკებით" ვერც ოპოზიციას, ვერც სამოქალაქო აქტვისტებს, ვერც ჩვენ საზოგადოებას ვერ შეაშინებენ. ეს არის რუსული ხელწერა.

ვერ გეტყვით საქმე აღძრულია თუ არ არის. საერთოდ, ეს ადამიანი ვინ არის, გამოკითხულია თუ არა, იდენტიფიცირებულია თუ არა. მსგავსი ინფრომაცია ჩემთვის არ მოუწოდებიათ, - თქვა ნადირაძემ. 

ნაციონალური მოძრაობის წევრმა გამომძიებლებს ჩვენება  თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებაში მისცა. საქმე ეხება ინციდენტს, როდესაც აქციაზე მას თავს უცნობი პირი დაესხა.