"აი, ვისზე დგას საქართველო" - სოფო ჯაფარიძემ აქციაზე დაზარალებული ზაზა ბეღიაშვილი მოინახულა

10.03.23 22:19
"აი, ვისზე დგას საქართველო" - სოფო ჯაფარიძემ  აქციაზე დაზარალებული ზაზა ბეღიაშვილი მოინახულა

სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში აქციის იმ მონაწილის ფოტოს აქვეყენებს, რომელმაც პროტესტის დროს ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. ენმ-ს წევრმა  ზაზა ბეღიაშვილი პირადად მოინახულა. ჯაფარიძე წერს, რომ სწორედ ბეღიაშვილისნაირ გმირებზე დგას დღეს საქართველო. 

აი,ვიზე დგას საქართველო.... 
აი,რუსული ოცნების ქმედების შედეგი.... 
მშვიდად,დროშით ხელში მდგომს  მხედველობა დააკარგინეს სადისტებმა და ეს ადამიანი კიდევ იმაზე ფიქრობს, ხვალ რომ საჭირო გახდეს,ისევ იქ დადგება და ჩვენს შვილებს,მათ მომავალს დაიცავს!!! 
გმირია!!! ცოცხალი გმირია ჩვენს წინ!!! 
მადლობა,რომ არსებობ უნიკალურო პიროვნებავ, - წერს ჯაფარიძე.