"საქართველო მადლიერია აშშ-ის მხარდაჭერისთვის" - პრეზიდენტი სალივანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჯო ბაიდენის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს შეხვდა.
„საქართველო მადლიერია ამერიკის შეერთებული შტატების ქართველი ხალხის მხარდაჭერისათვის, და მისი ერთგულებისათვის დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით", - დაწერა შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა.