კრემლს აქვს რწმენა, რომ არ არსებობს თავისუფალი ხალხი და ცდილობს მანიპულაცია გარედან დაინახოს - მაკრონი

11.03.23 11:01
კრემლს აქვს რწმენა, რომ არ არსებობს თავისუფალი ხალხი და ცდილობს მანიპულაცია გარედან დაინახოს - მაკრონი

სამი გზავნილი ერთ დღეში საფრანგეთიდან. რუსული კანონის ჩაგდების შემდეგ, ემანუელ მაკრონი უკვე მესამედ, საქართველოს ევროპისკენ შემობრუნებას ულოცავს. 

ქართულ ენაზე გამოქვეყნებული წერილის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა თავისუფლება აირჩიეს. "კრემლის ტენდენციაა, დაინახოს გარედან მანიპულაცია, რადგან ფიქრობენ, რომ არ არსებობს საზოგადოებრივი აზრი"- ამბობს მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ახლა პირველი რიგის ამოცანაა, საქართველომ იპოვოს გზა, რომელიც სრულად შესაბამისობაში იქნება ევროპასთან.

კრემლის ტენდენციაა ხალხის ნებისმიერ ტენდენციაში დაინახოს გარედან მანიპულაცია, რადგან აქვთ რწმენა, რომ არ არსებობს საზოგადოებრივი აზრი და არ არსებობს თავისუფალი ხალხი. ძველი დემოკრატია ვართ და პირიქით გვწამს, თუმცა საქართველოს ამ ბოლო დღეების განამავლობაში შემაშფოთებელი მოვლენები შეეხო. ჩვენ ვიხილეთ კადრები, ახალგაზრდა ქალი ევროპული დროშით ხელში, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, უკან დახიეს, რამაც ჩვენ გულგრილი არ დაგვტოვა. საქართველომ განიცადა ძლიერი ზეწოლა და ვიმედოვნებთ, რომ მისი პოვნის გზას მეტი სიმშვიდისკენ, რაც ევროპულ პერსპექტივასთან იქნება შესაბამისობაში", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.