ივანიშვილმა არასწორად შეაფასა თავისი ხალხი, ისევე, როგორც პუტინმა უკრაინელები - CNN
"საქართველოს მმართველი პარტია მოსკოვისკენ იხრება, მისი ხალხი არა" - ამ სახელწოდებით CNN ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს.
"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა განზრახ ძირს უთხრის მის დემოკრატიას, რათა EU-სა და NATO-ს უარის თქმის გარდა, სხვა გზა არ დაუტოვოს. ეს სწორედ ისაა, რაც მოსკოვს მოსწონს", - ვკითხულობთ სტატიაში.
CNN-ზე გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში სტატიის ავტორი უილ კატკარტი ბიძინა ივანიშვილს არაფორმალურ ოლიგარქ მმართველად მოიხსენიებს და წერს, რომ ივანიშვილმა, არასწორად შეაფასა თავის ხალხი, ისევე როგორც პუტინმა უკრაინელები.
"ქართველებს არ უნდა სცემდნენ ქუჩაში იმისთვის, რომ იცავენ დემოკრატიას, თუმცა ისინი ამისთვის მზად არიან. საქართველოს არაფორმალურმა მმართველმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, არასწორად იფიქრა თავის ხალხზე, ისევე როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინელი ხალხი შესაბამისად ვერ შეაფასა.
CNN ასევე წერს, რომ ივანიშვილი პოზიციებს კარგავს და სასოწარკვეთილ გადაწყვეტილებებს იღებს.
ივანიშვილი სტაბილურ პოზიციას კარგავს. ის სულ უფრო სასოწარკვეთილ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც მიუთითებს მზარდ მტრობაზე შეერთებული შტატების მიმართ. რაღაც აბსურდული გათვლებით, როგორც ჩანს, ივანიშვილს სჯერა, რომ პუტინი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია მმართველ პარტიას მომავალი წლის არჩევნებში ხელისუფლებაში დარჩენაში დაეხმაროს. მან მხარეები აირჩია", - წერს ავტორი.