"მამასახლისი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ" - სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა
"მამასახლისი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ" - სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებლობა დააკისრა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა პირველ და მესამე მომჩივანებთან მიმართებაში რუსეთის ფედერაციის მიერ:
- - მე-3 მუხლის დარღვევა (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა).
- - მე-5 მუხლის 1(a)(c) პუნქტის დარღვევა (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება).
- - მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (c) პუნქტის დარღვევა (სამართლიანი სასამართლოს უფლება).
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დადგენილებით, საქართველოს მხრიდან არანაირი დარღვევა არ ყოფილა.
კონვენციის დარღვევებზე პასუხისმგებლობის განაწილების კუთხით, სასამართლომ რუსეთი ცნო პასუხისმგებელად დარღვევებზე და არავითარი დარღვევა არ დადგინდა საქართველოს მხრიდან",- ნათქვამია განცხადებაში.
სასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველო დარღვევებზე პასუხისმგებელი არ არის, რადგან იმ დროს მას არ ჰქონდა კონტროლი დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.
სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა მამასახლისსა და ნანავას (პირველი და მესამე განმცხადებლები) ჯამში 35,000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად და 23,300 ევრო სასამართლო ხარჯებისთვის უნდა გადაუხადოს.