დავით არახამია ქართულ პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს - საგანგებო მიმართვა

11.03.23 13:10
დავით არახამია ქართულ პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს - საგანგებო მიმართვა

დავით არახამია ქართულ პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს. პარტია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დეზინფორმაციას უწოდებს ჰოლანდიურ მედიაში გავრცელებულ ინტერვიუს, სადაც ის თითქოს ამბობდა, რომ გადაწყვეტილი აქვს უკრინული პოლიტიკიდან ქართულში გადმოინაცვლოს.

მიმართვა არახამაიმ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. დავით არახამია ფიქრობს რომ საქართველოს ხელისუფლება ანტიდმეოკრატიული კანონების მიღებით არის დაკავებული და ქვეყანაში დემოკრატიიის მოხჩობა უნდათ.

"მივესალმები საქართველოს ყველა მოქალაქეს, მსურს, მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო ერთ-ერთი ნიდერლანდური გაზეთის მიერ გავრცელებულ ჩემს ინტერვიუზე, რომელშიც თითქოს ქართულ პოლიტიკაში მოსვლაზე ვსაუბრობ. უპირველესად, ჩემთვის არასასიამოვნოა, რომ ამან მსგავსი რეზონანსი გამოიწვია. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთის აგრესიის დასამარცხებლად და თქვენს გასამარჯვებლად. მომხდარი რუსეთის ან საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი სპეციალური ოპერაციაა, რომლებიც ახლა ცდილობენ მიიღონ ანტიდემოკრატიული კანონი", - თქვა დავით არახამიამ.