პატრიოტმა ხალხმა დასავლეთს ბრძოლით დაანახა, რომ ჩვენ მზად ვართ ვიყოთ ევროკავშირის ქვეყანა - ბოტკოველი

11.03.23 13:16
პატრიოტმა ხალხმა დასავლეთს ბრძოლით დაანახა, რომ ჩვენ მზად ვართ ვიყოთ ევროკავშირის ქვეყანა - ბოტკოველი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული მდვინის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, დასავლეთიდან მსგავსი განცხადებების მოსმენა მოტივაციას ამაღლებს, თუმცა მხარდაჭერის მიუხედავად, თავად ქართველ ხალხზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. 

მსგავსი განცხადებები მეტი მოტივაციის მომცემია იმ დიდი ბრძოლისთვის, რომლშიც ქართველი ხალხია ჩართული. ჩვენ მთელი ამ დღეების განმავლობაში და მანამდეც, ვხედავდით მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორების მხრიდან, თუმცა იმასაც ვისმენდით, რომ აქ მათი მხარდაჭერა არ არის საკმარისი და ქართველი ხალხის ქმედებაზე ბევრია დამოკიდებული. იმ ახალგაზრდებმა, ნებისმიერი ასაკის წარმომადგენლებმა, პატრიოტმა ხალხმა ამ ბრძოლით დაანახეს, რომ მიუხედავად მსგავსი ხელისუფლებისა, ჩვენ მზად ვართ ვიყოთ ევროკავშირის ქვეყანა,-" ამბობს გიორგი ბოტკოველი.

ცნობისთვის, ,,რუსული კანონის" გაუქმების შემდეგ მთელი ცივილიზებული სამყარო ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა ქვეყანა უფსკრულს გადაარჩინა. ამერიკა, გერმანიაა, საფრანგეთი,  ყველგან ფიქრობენ, რომ ქვეყანა სულ რაღაც სამ წუთში დემოკრატიისკენ შემობრუნდა.