ქართველმა ხალხმა 7-9 მარტს ღირსეული პასუხი გასცა დემოკრატიის მოხრჩობის მცდელობას - არახამია

11.03.23 13:16
ქართველმა ხალხმა 7-9 მარტს ღირსეული პასუხი გასცა დემოკრატიის მოხრჩობის მცდელობას - არახამია

უკრაინის რადას ფრაქციის "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, დავით არახამია, საქართველოში 7-9 მარტს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მადლობას უხდის ქართველს ხალხს, რომ თავისუფლების დასაცავად ქუჩაში გამოვიდა.

საგანგებო მიმართვაში არახამია ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა ასეთი ერთიანი პროტესტით პასუხი გასცეს დემოკრატიის მოხრჩობის მცდელობას ქვეყანაში.

"ქართველ ხალხს უყვარს თავისუფლება, აფასებს და მზადაა ის დაიცვას. ისინი ქუჩაში გამოვიდნენ და ღირსეული პასუხი გასცეს დემოკრატიის მოხრჩობის მცდელობას, აქედან გამომდინარე, ჩემო ძვირფასო ქართველო ერო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვართ. მადლობა იმ ქართველებს, ვინც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ჩვენ მხარეს იბრძვის, მადლობა მხარდაჭერისთვის", - თქვა დავით არახამიამ.