მაკრონს შევახსენებდი, რომ ოლიგარქი ივანიშვილი აგრძელებს საფრანგეთის უკანონო მოქალაქეობას - ნათელაშვილი

11.03.23 13:32
მაკრონს  შევახსენებდი, რომ ოლიგარქი ივანიშვილი აგრძელებს საფრანგეთის უკანონო მოქალაქეობას - ნათელაშვილი

"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ემანუელ მაკრონის მიმართვას ეხმაურება და ამბობს, რომ დემოკრატიული მსოფლიო ოლიგარქიული რეჟიმის შეცვლას ელის.

ნათელაშვილი ემანუელ მაკრონს ახსენებს, რომ ივანიშვილი კვლავ საფრანგეთის უკანონო მოქალაქეა და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

ევროპა და დემოკრატიული მსოფლიო ელოდება რუსი ოლიგარქიული რეჟიმის შეცვლას საქართველოში და მაკრონის მიმართვაც რეალურად ამ პათოსითაა გაჟღენთილი, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტს შევახსენებდი, რომ ოლიგარქი ივანიშვილი აგრძელებს საფრანგეთის უკანონო მოქალაქეობას, მას სჭირდება სანქციები საფრანგეთის მთავრობისგან,"- ამბობს შალვა ნათელაშვილი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევროპული გზის არჩევაზე დაბრუნება სამჯერ მოულოცა. ემანუელ მაკრონმა, ჯერ წერილი სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე გამოაქვეყნა, შემდეგ კი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ  პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  ქართველმა ახალგაზრდებმა თავისუფლება აირჩიეს. საფრანგეთის პრეზიდეტნი ფიქრობს, რომ ახლა პირველი რიგის ამოცანაა ჩვენი ქვეყნისთვის ვიპოვოთ გზა, რომელიც სრულად შესაბამისობაში იქნება ევროპასთან.