ვთავაზობ მმართველ რეჟიმს, ნებაყოფლობით დათმონ ძალაუფლება და გამოაცხადონ ახალი არჩევნები - ნათელაშვილი

11.03.23 14:32
ვთავაზობ მმართველ რეჟიმს, ნებაყოფლობით დათმონ ძალაუფლება და გამოაცხადონ ახალი არჩევნები - ნათელაშვილი

ვთავაზობ მმართველ რეჟიმს, ნებაყოფლობით დათმონ ძალაუფლება და გამოაცხადონ ახალი არჩევნები - ამის შესახებ ,,ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არა მარტო საქართველო გადავიდა განვითარების ახალ სტადიაზე ამ დღეებში ახლგაზრდების წყალობით, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეც გათავისუფლდა რუსული ანექსიის საშიშროებისგან.

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ რევოლუციური შედეგი და ცვლილება, მათ შორის გეოპოლიტიკურად, უკვე სახეზეა.

დღეს, ყოველი ქართველი ოცნებობს იხილოს ჩვენი ქვეყანა ივანიშვილის კორუმპირებული, ოკუპაციური ,,ქართული ოცნების" გარეშე. მე ვთავაზობ მმართველ რეჟიმს, ნებაყოფლობით დათმონ ძალაუფლება და გამოაცხადონ ახალი არჩევნები. ეს არის ერთადერთი გზა არსებული მდგომარეობის განსამუხტად და ქვეყნის წინსვლისთვის ქვეყნის მომავლის დიდ გზაზე. სხვა შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ ის ახალგაზრდები, სტუდენტები და ქართველი ხალხი ისევ აქ არის, ისინი არ დაუშვებენ იმას, რისი იმედიც ჰქონდა მმართველ რეჟიმს და რაც გასდიოდა ამდენი წლის განმავლობაში. რევოლუციური შედეგი და ცვლილება, მათ შორის გეოპოლიტიკურად სახეზეა. არა მარტო საქართველო გადავიდა განვითარების ახალ სტადიაზე ამ დღეებისა და ახლგაზრდების წყალობით, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეც გათავისუფლდა რუსული ანექსიის საშიშროებისგან, რასაც მოსკოვი აპირებდა სწორედ აგენტების კანონის მეშვეობით და მას შემდეგ, რაც ამ კანონს მიიღებდნენ, ის გავრცელდებოდა შუა აზიაში, კავკასიის ქვეყნებში, ბალკანეთში, ევროპის ზოგ ქვეყანაში და დაიწყებოდა რუს ნაციონალისტთა ოცნებების აღსრულება და ამ იმპერიის აღდგენა, ასე რომ საქართველო იყო საცდელი ქვა,"- ამბობს შალვა ნათელაშვილი.