სტიკერის გაკვრისთვის "დროას" წევრს 5 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს - ხოშტარია

11.03.23 14:43
სტიკერის გაკვრისთვის "დროას" წევრს 5 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს - ხოშტარია

სტიკერის გაკვრისთვის "დროას" წევრს 5 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს

ელენე ხოშტარიას თქმით, შუსანა მაცაბერიძეს ჯარიმა უკრაინაში სრულმასშტაბური ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებული სტიკერების გამო გამოუწერეს.

"5000 ლარიანი ჯარიმა სტიკერის გაკვრისთვის
დღეს "დროას" წევრს შუშანა მაცაბერიძეს სახლში 5 ცალი 1000 ლარიანი საჯარიმო ქვითარი მიუტანეს ფოტოზე აღბეჭდილი სტიკერის "თვითნებურად განთავსების" გამო.
პ.ს. სტიკერები უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე დაგეგმილ აქციას ეხებოდა", - წერს ელენე ხოშტარია.

შუშანა მაცაბერიძე ამბობს, რომ უსამართლოდ გამოწერილ ჯარიმას არ გადაიხდის.  

მაცაბერიძე ამბობს, რომ ეს არის "ოცნების" ჩვევა და მიზანი, რომ დააშინონ, დისკომფორტი შეუქმნან ადამიანებს, რომლების გამოდიან და უსამართლობაზე ხმას იმაღლებენ.