არასამთავრობოებზე ფიზიკური ნადირობა დააანონსეს, ამიტომაც მესმის მათი, თუ რატომ ტოვებენ პარლამენტს - ნაცვლიშვილი
NGO-ები პარლამენტს ტოვებენ - ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ორგანიზაციები, ვისაც "ოცნება" აგენტებად გამოცხადებაას ჰპირდებოდა, თავდაცვის რეჟიმზე გადავიდა და პასუხი მმართველ პარტიას ამგვარი ფორმით გასცა.
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ "ოცნების" მხრიდან არასამთავრობოების მუდმივმა დემონიზებამ და შეურაცხყოფამ ამ ადამიანებს დაანახა, რომ მმართველ გუნდთან ჩვეულებრივად ურთიერთობას ვეღარ გააგრძელებენ.
"ოცნების" პოლიტიკამ, მათი მხრიდან ამ ორგანიზაციების მუდმივმა დემონიზებამ, შეურაცხყოფამ და ბოლოს უკვე ჯაშუშებად გამოცხადების გამოცხადებამ ამ ადამიანებს დაანახა, რომ ასე ჩვეულებრივად მასთან ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდება, რომ თითქოს არაფერი ყოფილა. მე აბსოლუტურად მესმის მათი ეს პოზიცია. 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი იყო სწორედ ის, რომ ხელისუფლებას უნდა მოესმინა და ეს დემოკრატიული რეფორმები გაეტარებინა სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად და ამის ნაცვლად, ამ ადამიანებზე დააანონსეს ფიზიკური ნადირობა", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.