ყველამ ვისწავლეთ, რომ პარტიის თავმჯდომარეობა, თუნდაც მმართველის არაფერს ნიშნავს, როცა ღირსებას კარგავ - მელია

11.03.23 18:00
ყველამ ვისწავლეთ, რომ პარტიის თავმჯდომარეობა, თუნდაც მმართველის არაფერს ნიშნავს, როცა ღირსებას კარგავ - მელია

ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ისტორია სამართლიანია და რომ მომავალმა თაობამ ეს კარგად დაამტკიცა. ამიტომაც, მისი თქმით, ირაკლი კობახიძე ვერავის ვერ აუხსნის რუსული კანონის შინაარსს, მითუმეტეს თავის სტუდენტებს, რომლებიც დედაქალაქის მთავარ გამზირზე აპროტესტებდნენ ქვეყნის რუსეთიზაციას.

მელია, სოციალურ ქსელში ასევე პირდაპირ და ხაზგასმით წერს, რომ ყველამ ვისწავლეთ, რომ "პარტიის თავმჯდომარეობა, თუნდაც მმართველის არაფერს ნიშნავს, როცა ღირსებას კარგავ".

"ისტორია ცინიკურად სამართლიანია და ჩვენი ისტორიის ლოგიკური გაგრძელებაა ჩვენი მომავალი. 
ქართული ოცნება,  კობახიძე ამბობს, რომ კანონპროექტი კარგი იყო - უბრალოდ ხალხს ვერ აუხსნეს და ახსნას ახლა "დაიწყებენ".
ვის უნდა აუხსნას  კობახიძემ, რომ კარგი კანონპროექტი იყო? საკუთარ სტუდენტებს, რომელთაც კარგად იცნობს, მუდმივი კონტაქტი აქვს და წლებია "რაღაცას" უხსნის და ასწავლის?
საკუთარ სტუდენტებს რომლებთანაც ლექციაზე ვერ მივიდა დღეს, იმიტომ რომ მან აუხსნა როგორც იცოდა ან უნდოდა - მათ კი გაიგეს, როგორც არის! 
ჩვენ კი ყველამ ვისწავლეთ, რომ პარტიის თავმჯდომარეობა თუნდაც მმართველის არაფერს ნიშნავს, როცა ღირსებას კარგავ, სამართალი შენგან კი არ ისმინება შენს მაგალითზე ისწავლება! 
ევროპული მომავალი საქართველოს ისტორიითაა განპირობებული და კონსტიტუციით გარანტირებული!"- წერს ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.