ვინ არის ქალი დროშით, რომელიც პროდასავლური აქციის სიმბოლოდ იქცა

11.03.23 20:18
ვინ არის ქალი დროშით, რომელიც პროდასავლური აქციის სიმბოლოდ იქცა

ქალი, რომლის კადრმაც მთელი მსოფლიო მოიარა, თბილისის მერიის თანამშრომელი ნანა მალაშხიაა. საჯარო  მოხელე  საპროტესტო აქციაზე რუსული კანონის წინააღმდეგ და საქართველოს დასაცავად მივიდა.

როგორც ირკვევა, იმ დროს როცა სპეცრაზმი იერიშზე იყო გადასული, ნანა მალაშხია ეროვნულ მუზეუმთან იდგა. ხალხმრავლობაში და და მეუღლე დაკარგა. უეცრად, აქციაზე მარტო, სრულიად უცნობ ადამიანებთან ერთად აღმოჩნდა. როდესაც დაინახა, რომ ახალგაზრდებს მხუთავი აირის კაფსულებს ესროდნენ და წყლის ჭავლით ცდილობდნენ საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერების ძირს დანარცხებას , ჩიტაძის ქუჩისკენ გაიქცა.

 ბამბუკის ჯოხზე გამობმული ევროკავშირის დროშა სპეცნაზის წინ აღმართა. დღემდე არ იცის, ვინ იყო ბიჭი წითელი ქუდით, ვინც ხელი ჩაჰკიდა და ლამის ძირს დანარცხებული უკან ააყენა.

ნანას გამოჩენა არ უნდა.  არა იმიტომ რომ საჯარო მოხელეა და რამის ეშინია.  ფიქრობს, რომ მასზე დიდი საქმე დახეული ჯინსების თაობამ გააკეთა, რომელმაც ხელისუფლებას რუსული კანონის მიღებით ქვეყანა მოსკოვისკენ არ წააყვანინა. ამბობს, რომ მირობა არ ჩაუდენია.

ირკვევა, რომ ნანა მალაშხია აქციაზე პირველად არ ყოფილა. 2014 წელს შემთხვევით ევრომაიდანზე მოხვდა, როდესაც უკრაინელები ქვეყნის ევროპულ არჩევანს იცავდნენ, მაშინ იქ საქართველოს დროშა ეჭირა. 

დარბევის ღამე - ნახეთ, თამთა დოლენჯაშვილი რეპორტაჟი