გაზაფხულის აჯანყება - იცნობდეთ თაობას, ვინც ხელისუფლებას საქართველოს რუსეთიზაციის გეგმა აუყირავა

11.03.23 19:23
გაზაფხულის აჯანყება - იცნობდეთ თაობას, ვინც ხელისუფლებას საქართველოს რუსეთიზაციის გეგმა აუყირავა

გაზაფხულის აჯანყება - "ნოდარ მელაძის შაბათი" გაგაცნობთ დახეული ჯინსების თაობას, რომელმაც ხელისუფლებას რუსულ გზაზე ქვეყნის დაყენების უფლება არ მისცა.

8 მარტს, საქართველოში "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ხალხზე ნადირობის დილა გაათენა. იმ დღეს, ადამიანებისთვის საქართველოს ეროვნული დროშა ფარი იყო, რომელიც მათ წყლის ძლიერი ჭავლისგან იცავდა. შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ყველაფრის ფასად ცდილობდა, ადამიანების დაშლას, ვინც ქვეყანაში რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვიდა, თუმცა რაც უფრო ძლიერი იყო იერიში, მით უფრო დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა სისტემა.

სიტყვა რუსეთის ხსენების შემდეგ აქტივისტებს დამიზნებით თვალში წიწაკის სპრეის ასხამდნენ. მხედველობა დაკარგული ახალგაზრდები ერთმანეთს იქვე ეხმარებოდნენ და შემდეგ უკვე თავის დაცვას ცდილობდნენ.

არავინ იცის, დათვლაც კი შეუძლებელია, რამდენ ადამიანს შეასხეს თვალებში წიწაკის სპრეი. დაშავებულები რამდენიმე წუთში, ისევ უკან ბრუნდებოდნენ.

აქციებზე არავის არავისთვის ზედმეტი არ უთქვამს. პირიქით, ყველა ერთმანეთზე ზრუნავდა. 

დარბევის ღამის ყველა დეტალი თამთა დოლენჯაშვილმა შეკრიბა - "შაბათის ეთერი" დახეული ჯინსების თაობაზე გიყვებათ, რომლებმაც ხელისუფლებას  რუსულ გზაზე ქვეყნის დაყენების უფლება არ მისცეს.

თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი