როგორ აცემინეს რუსთაველზე ახალგაზრდები - უმძიმესი კადრები
კადრები, როგორ აცემინეს 9 მარტის დილას რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდები დანაყოფს, რომელიც ქუჩაში სასტიკი ანგარიშსწორებებისთვის გამოჰყავთ.
"შაბათის ეთერის" მიერ გადაღებული კადრები, რომელიც სასტიკ ანგარიშსწორებას ასახავს, სპეცდანიშნულების რაზმის მინიმუმ 6 თანამშრომლის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებაა და მათ დაკავების საფუძველია.
კადრებში კარგად ჩანს, რომ ბიჭი წითელი ჰუდით და ჩალისფერი ქურთუკით, გაზის კაფსულების ალყიდან გაქცევას ცდილობს. მას სპეცრაზმელები მისდევენ, ერთი ძირის აგდებს და თავში ურტყამს დანარჩენები კი წიხლებს ურტყამენ მუცლის და ზურგის არეში.
სპეცრაზმის არაადამიანური და არაპროპორციული ძალის სამიზნე გახდა ირაკლი ნონიაშვილიც ის ძალის გამოყენებით, 15 მდე სპეცრაზმელმა მაშინ დააკავა, როდესაც გაზით მოიწამლა და ქაშუეთის ეკლესიასთან ტროტუარზე გაადგილდებოდა. დაკავების დროს ნონიაშვილს სავარაუდოდ, ხელკეტით დაზიანებები სახის არეში მიაყენეს.
ზვიად ხარატშივილის "ხარებას" სპეცრაზმმა გადამწყვეტი ნადირობა აქციის მონაწილეებზე 7 საათზე დაიწყო, ვინც რუსთავლზე ვერ დააკვეს, ნაწილი მაღაზიებშიც კი აიყვანეს -18 წლის ბიჭს სპეცრაზმი მაღაზიაში შეუვარდა. ის უამრავი თვითმხილველის თვლწინ ძალის გამოყენებით დააკავეს.