ზარი ღარიბაშვილთან შტატებიდან - რა ხდებოდა "ოცნებაში დარბევის ღამეს
"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი: ცხრა მარტის დილას რუსთაველზე მანქანები, რომ იწვოდა და სპეცრაზმი დარბევის სასტიკ მეთოდებზე იყო გადასული, პრემიერ მინისტრს შეერთებული შტატებიდან სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა დაურეკა.
წყაროს ინფორმაციით, საუბარი მძიმე იყო, ღარიბაშვილს უთხრეს, რომ "ვაშინგტონი განცხადებების შემდეგ უკვე მოქმედებაზე გადადიოდა და შედეგს მთავრობა რამდენიმე საათში იგრძნობდა".
ამის შემდეგ "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ღარიბაშვილი უკვე ივანიშვილთან რეკავს. უყვება ვაშინგტონიდან მიღებულ გაფრთხილების ამბავს.
ამის შემდეგ ივანიშვილისგან ზარი უკვე ირაკლი კობახიძის ტელეფონზე შედის. ხალხმრავალი დემონსტრაციით შეშინებული ივანიშვილი კობახიძეს მითითებას აძლევს - კანონი უნდა გაუქმდეს.
"ქართული ოცნება" ცაიტნოტში მოქმედებდა. უკან დახევის ამბავი სასწრაფოდ უნდა გაეჟღერებინა.
ამიტომ ირაკლი კობახიძის დაწერილი განცხადება 10:07-ზე ქართული ოცნების ფეისბუქ გვერდზე აიტვირთა.
ყველა დეტალი ნახეთ, ნატა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟში