მინისტრის მოადგილის შესაძლო კვალი რუსულ ბიზნესში - ჟურნალისტური გამოძიება

11.03.23 22:00
მინისტრის მოადგილის შესაძლო კვალი რუსულ ბიზნესში - ჟურნალისტური გამოძიება

"ნოდარ მელაშის შაბათის" მორიგი ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება - დოკუმენტების შესწავლის შემდეგ ჩნდება ეჭვი, რომ კულტურის მინისტრის მოადგილის იოსებ ბაღათურიას ოჯახი რუსული კომპანიიის ქართული პარტნიორია, რომელიც მოსკოვში სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად რუსებს საქართველოს მოქალაქეობას ან საქართველოში ბინადრობის უფლების მიღებას სთავაზობს.

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას რუს ბიზნესმენებს, რუსული კომპანია, "მასკოვისკის ბროკერიჯი" სთავაზობს. ქართულ პასპორტს და საქართველოს მოქალაქეობას რუსების ინვესტორის სტატუსით უკეთებენ. ამ კომპანიას სამი მფლობელი ჰყავს: ოთარ ფარცხალაძე - ექს მთავარი პროკურორი , პრორუსი ბიზნესმენი რომან ბოკერია და მისი ცოლის ვიქტორია ბოკერია.

 

რუსულ კომპანიის სამი მფლობელიდან ორი რომენ ბოკერია და ვიქტორია ბოკერია საქართველოში პარალელურად ფლობენ კომპანია "ჯორჯიან ბიზნეს ბოკერჯის" მათი პარტნიორი კი საქართველოში კულტურის მინისტრის მოადგილის იოსებ ბაღათურია ცოლია, ის 34% ფლობს.  

კომპანია, რომელის ყველა მსხვილი აქციონერი, მინისტრის მოადგილის ცოლია, სწორედ პრორუსი ბიზნესმენის რომან ბოკერიას დედის ბინაშია რეგისტრირებული. რომან ბოკერია იმბიზნესმენებს შორის იყო, ვინც 2022 წლის დეკემბერში მოსკოვში რუს დეპუტატებთან შეხვედრაზე ჩავიდა და თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა მოითხოვა.

არის თუ არა საქართველოში რუსი ბიზნესმენების საქმის მომგვარებელი ოცნების ჩინოვნიკი სოსო ბაღათურია? - ჩინოვნიკი ყვეელა კითხვას გაექცა.