როგორ ილექება ხალხის ფული პრორუსული ძალების ანგარიშებზე
როგორ ილექება ხალხის ფული პრორუსული ძალების ანგარიშებზე -აღმოჩენილია 46 კონტრაქტი, რომლითაც დგინდება, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან აფინანსებენ ადამიანებს, რომლებიც პარლამენტში პრორუსულ იდეებს ლობირებენ და საშიში კანონის გატანას ცდილობენ.
ასეთია მაგალითად თამარ ჩიბურდანიძე, რომელმაც რუსული კანონის ხმაურიან განხილვებზე ოპოზიციონერ დეპუტატს წყალიც კი გადაასხა.
ირკვევა, რომ ჩიბურდანიძის კომპანიას, რომელიც "ხალხის ძალის" ახალმა სახემ "პოლიტიკური ბრენდინგისა და პრობლემების მართვის ცენტრი" 2019 წელს დააფუძნა. ორგანიზაციის შექმნიდან სამ დღეში კი მისგან რეგიონების მერიებმა სასწავლო კურსის შესწავლა დაიწყეს. ხალხის ფულით, ჩიბურდანიძეს ერთ დღიან ტრეინინგში დღეში 800-დან 2500 ლარს უხდიდნენ.
რეგიონებში ჩასულ "შაბათის ეთერს" ეუბნებიან, რომ მათთვის სემინარი არავის ჩაუტარებია, რაც აჩენს ეჭვს, რომ კონტრაქტები ფიქტიურად გაფორმდა და პრორუსებს "ოცნება" ამ გზით აფინანსებს.
ირკვევა ისიც, რომ გარდა პოლიტიკური ბრენდინგის ცენტრისა, ჩიბურდანიძე მეორადების ბიზნესსაც ფლობს.
ვრცლად ნახეთ, გიორგი ხუხიას სპეციალური რეპორტაჟში