ეს არის სურვილი, შეიქმნას გამაღიზიანებელი რუსეთის საზღვრებზე - ლავროვი თბილისში გამართულ პროტესტებზე

12.03.23 09:49
ეს არის სურვილი, შეიქმნას გამაღიზიანებელი რუსეთის საზღვრებზე - ლავროვი თბილისში გამართულ პროტესტებზე

ეს არის იგივე სურვილი, შეიქმნას გამაღიზიანებელი რუსეთის საზღვრებზე, - ასე აფასებს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. სერგეი ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას იანუკოვიჩის მთავრობას ადარებს და ამბობს, რომ "ქართული ოცნება" საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებზე ფიქრობს. 

ეს არის იგივე სურვილი, შეიქმნას გამაღიზიანებელი რუსეთის საზღვრებზე, თანაც იმ ქვეყანაში, სადაც ამჟამინდელი ხელისუფლება, ისევე როგორც იანუკოვიჩის მთავრობა 2013 წელს, პირველ რიგში ფიქრობს საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებზე, - განაცხადა ლავროვმა რუსეთის სამთავრობო არხზე.