"დაუბრუნდით რეფორმების დღის წესრიგს" - NATO ქართელ პოლიტიკოსებს მიმართავს
NATO განცხადებას ავრცელებს. ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაგრძელებლად.
NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი ამბობს, რომ რუსული კანონის მიღებით ქვეყანამ ნაბიჯი უკან გადადგა, ახლა კი შეცდომის გამოსწორების დრო დგება.
საჭიროა სწორი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოები მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად - განაცხადა ვინიკოვმა.