სააკაშვილის დამძიმებული მდგომარეობა - ენმ-ს ლიდერები სტრასბურგში მიდიან
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები სტრასბურგში მიდიან. პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი ჩალაძე შეხვედრებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გამართავენ.
მოლაპარაკება ჩანიშნულია სანქციების არქიტექტორის ბოლ ბროუდერის ჯგუფთან. სტრასბურგში მიემგზავრებიან მიხეილ სააკაშვილის დედა და შვილიც.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ღიად და დაუფარავად მოუწოდებს რუსულ ხელისუფლებას საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილის გათვაისუფლებისკენ. უმნიშვნელოვანესია შესრულდეს ის პირობები, ის დათქმები, რომლებიც აქვს ჩვენს პარტნიორებს და არცერთი წუხლი არ დავუტოვოთ იმ 27 ქვეყნის მთავრობას, რომელმაც საბოლოო ჯამში, უნდა გაუღოს საქართველოს კარები და მიიღოს ოჯახში. ასევე მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ხვალ უკვე ჩვენი წარმომადგენლობა პეტრე ცისკარიშვილის, გიორგი ჩალაძის ხელმძღვანელობით წავა სტრასბურგში, ექნებათ შეხვედრები, - განაცხადა ენმ-ს თავამჯდომარემ ხაბეიშვილმა.