"არ გამიკვირდება, შეურაცხადად გამოაცხადონ" - ნადირაძის ინფორმაციით, მასზე თავდამსმსხმელი დაკავებულია

12.03.23 15:48
"არ გამიკვირდება, შეურაცხადად გამოაცხადონ" - ნადირაძის ინფორმაციით, მასზე თავდამსმსხმელი დაკავებულია

ენმ -ს წერვი ირაკლი ნადირაძის ინფრომაციით, მასზე თავდამსხმელი პოლიციას დაკავებული ჰყავს, თუმცა ახლა მისთვის გამამართლებელი არგუმენტის შექმნას ცდილობენ. ნადირაძე არ გამორიცხავს, რომ თავდამსხმელი შეურაცხადოდ შერაცხონ და ამით სასჯელი თავიდან აარიდონ. 

მაქვს ინფორმაცია, რომ აქციაზე, ჩემზე თავდამსხმელი პირი "დაკავებულია" და ახლა მიდის სცენარის დამუშავება, როგორ გაამართლონ ჩემს მიმართ განხორციელებული ეს ძალადობრივი ფაქტი. არ გამიკვირდება, რომ ეს პირი გამოაცხადონ შეურაცხადად და არც ის გამიკვირდება, რომ ჩვენი გუნდის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა • United National Movement  -ის რომელიმე  წევრს დაგაბრალონ მისი მოგზავნა.
ამ ყველაფრის მიზანი შეიძლება იყოს ერთადერთი - დაუსჯელი დარჩეს დამნაშავე და წაახალისონ სუს-ის აგენტ-პროვოკატორების შემდგომი ძალადობრივი მოქმედებები ოპოზიციონერებზე, ჟურნალისტებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა თუ მშვიდობიან დემონსტრანტებზე, - წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.