რადიკალების მიზანი არა ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა - ქადაგიშვილი

12.03.23 15:43
რადიკალების მიზანი არა ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა - ქადაგიშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ "რადიკალურ" ოპოზიციას ევროსაბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად არაფერი გაუკეთებია და მათ მიზანს, მხოლოდ ხელისუფლების ხელში ცაგდება წარმოადგენს.

ამასთან ქადაგიშვილი ისევ რუსულ კანონს იცავს და ამბობს, რომ აღნიშნული კანონი ცივილიზებულ სამყაროშიც მოთხოვნადია და ამ მხრივ, საქართელოს გამონაკლისი არ ყოფილა 

ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი საერთო არ აქვს საქართველოს მშვიდობასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან. მათი მიზანია ხელისუფლების ხელში ჩაგდება და საქართველოშ მეორე ფრონტის გახსნა. როგორც აქამდე არ გაუკეთებიათ არაფერი, მათ შორის, 12 პუნქტის შესრულებაზე, არც ახლა აპირებენ, იმიტომ, რომ მათი გეგმა რა არის, თვითონ, თავიანთი პირით და არა ირიბად, უკვე თქვეს და განაცხადეს. ზოგადად, ყველა სახელმწიფო, მათ შორის, ცივილიზებული სახელმწიფოები გამჭვირვალეობის კუთხით და გარკვეულის აზოაგდოების მაქსიმალური ინფრომირებულობის კუთხით, სხვადასხვა ტიპის ანალოგიურ კანონებს იღებენ.მათ შორის ევროკავშირიც დაისვა ანალოგიური ხასიათის კანონის მიღება, ამიტომ ჩვენც ამ მხრივ არ ვყოფილვართ გამონაკლისი. საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენ არ ვაკეთებდით რაღაცა ისეთს, რაც ცივილიზებულ სამყაროში დღეს მოთხოვნადი არ არის, - თქვა ქადაგიშვილმა.