"ოცნების" მიერ ჩემი სახელის ფეიკნიუსებში ხსენება, ქვეყნის ევროპულ არჩევანს ვერ შეცვლის - მერაბიშვილი

12.03.23 16:51
"ოცნების" მიერ ჩემი სახელის ფეიკნიუსებში ხსენება, ქვეყნის ევროპულ არჩევანს ვერ შეცვლის - მერაბიშვილი

ყოფილი შს მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ქართული ოცნება" მის სახელს ფეიკ ნიუსებში ხშირად ახსენებს. ვანო მერაბიშვილის თქმით, მის სახელთან დაკავშირებული სიცრუის ტირაჟირება რეალობას ვერ შეცვლის და საქართველო მაინც ევროპულ გზაზე ივლის. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ ვიმყოფები და ზოგადადაც, ჩემს ყოველდღიურობაში ქართველი პოლიტიკოსების მოსმენაზე ძალიან მცირე დროს ვკარგავ, მაინც მომხვდა თვალში ქ. ოცნების კომიკური მცდელობა - ყველგან და ყოველთვის, უკონტექსტოდ და ფეიქ ნიუსებით ახსენონ ვანო მერაბიშვილი.
კიდევ ერთხელ, მე არ ვარ საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ ვარ საქართველოს პატრიოტი. ჩემ სახელის თვითმიზნური ხსენება და ტყუილების მოგონება ვერ შეცვლის რეალობას.
რეალობა არის ის რომ საქართველო იქნება ევროპაში, ერთიანი და მშვიდობიანი, წერს მერაბიშვილი.