რუსეთისა და “ოცნების” პროპაგანდისთვის საკვების მიცემა ცუდი სამსახურია - მელია მერაბიშვილზე
ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილი რუსეთისა და "ოცნების" პროპაგანგას კვებავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ნიკა მელიას თანახმად, მერაბიშვილის აზრი იმ ადამიანებს აინტერესებთ, რომლებიც პირადი ინტერესებისთვის იბრძვიან, ახლა კი სხვა დრო და სულ სხვა პროტესტია.
ვანო მერაბიშვილი საუბრობს როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი და რა უნდა მოხდეს.
ვანო მერაბიშვილის აზრი აინტერებს ადამიანთა იმ ჯგუფს, ვინც ოპოზიციაშია არა ქვეყნის მომავლისთვის, არამედ პირადი ინტერესების უზრუნველსაყოფად და პირადი გავლენების მოსაპოვებლად.
სხვა დროა, სხვა პროცესია, სხვა პროტესტია, სხვა ხალხია და შედეგიც აუცილებლად იქნება სხვა!
რუსეთისა და “ქართული ოცნების” პროპაგანდისთვის საკვების მიცემა არის ყველაზე ცუდი სამსახური, რაც შეიძლება გაუწიო ახლა საქართველოს დემოკრატიულ მოძრაობას და მრავალფეროვან საზოგადოებას, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ, წერს მელია.