ლავროვმა სიმართლე თქვა, რუსული ოცნება ეკონიმიკაზე ზრუნავს... საკითხავია ვის ეკონომიკაზე? - შაშკინი
ენმ-ს წევრი დიმიტრი შაშკინი სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გარკვეულწილად სიმართლეს ლაპარაკობს, როდესაც ამ ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ეკონომიკაზე ზრუნავს.
ოპოზიცის წევრის თქმით, ლავროვმა მხოლოდ ის არ დააკონკრეტა, ვინს ეკონომიკაზე ზრუნავს რეალურად საქართველოს ხელისუფლება.
ლავროვი არის გამოცდილი დიპლომატი და ძალიან იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ გამოსდის სიმართლის თქმა. ახლა კომენტარი რაც გააკეთა, თქვა სიმართლე. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა და რუსული ოცნება ზრუნავს ეკონომიკაზე. ლავროვმა მხოლოდა მხოლოდ არ დაამატა, ვის ეკონომიკაზე, - თქვა შაშკინმა.
შეგახსენებთ, რომ სერგეი ლავროვი თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს რუსეთის საზღვრებზე გამაღიზიანებლი შექმნის მცდელობაა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება იანუკოვიჩის მტავრობს მსგავსად ეკონომიკაზზე ზრუნავს.