"შეურაცხადობის შესახებ დასკვნა ექსპეტიზამ უნდა დადოს "- დედის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი
დედის მკვლელობისთვის დაკავებულის შეურაცხადობასთან დაკავშირებით დასკვნა ექსპერტიზამ უნდა დადოს. ამის შესახებ მისი ადვოკატი საუბრობს.
ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დროისათვის დუმილის უფლებას იყენებს.
სულ რამდენიმე წუთია, რაც მას წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით, რაც არის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემობაშო ოჯახის წევრის მიმართ. საქმის დეტალებზე ვერ ვისაურებებ გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდების მხარეს საქის მასალები ჯერ არ გაუცვლია ჩვენთვის. თვითონ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას რაც შეეხება, ამ წუთისთვის ის იყენებს მისთის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. რაც შეეხება შეურაცხადობას, ამას ექსპერტიზის დასკვნა სჭირდება, აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე ამაზე ვერ ვისაუბრებ, - ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ საზარელი შემთხვევა მარტვილში, სოფელს ვედითკარში მოხდა. 86 წლის პენსიონერს შვილმა თავში ხის მორი ჩაარტყა. არსებობს ვარაუდი, რომ ვიდრე მოკლავდა, კაცმა მოხუც დედაზე ფიზიკურადაც იძალადა,შემდეგ კი დანაშაულის დაფარვას ეცადა. ცხედარს დაზიანებები, სახის, ზურგის და ხელის არეში ჰქონდა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 55 წლის კაცს 15 წალმდე პატიმრობა ემუქრება.