არასამთავრობოები აქციებზე დაკავებულების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვენ - შსს დუმს
შეწყვეტს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციებზე დაკავებულების წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას - არასამთავრობოების ერთობლივი მიმართვის გავრცელებიდან ხუთ საათზე მეტი გავიდა, თუმცა გომელაურის უწყება დუმს.
ყველაზე გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ რუსული კანონის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება უკანონო იყო. შესასამისად, უნდა გაუქმდეს ის ჯარიმებიც, რომელიც მომიტინგეებს სასამართლომ დააკისრა.
მოთხოვნა წაუყენეს დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც. კაციტაძის უწყებას სთხოვენ გაარკვიოს, ვინ გამოიყენა არაპროპორციული ძალა აქციების დარ-ევის და დაშ-ლის მომენტში.
ვრცლად არასამთავრობოების მოთხოვნის შესახებ ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.